მიღების წესები

მიღების წესები

 

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა.

 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ტარდება გასაუბრების სახით და მოწმდება აპლიკანტის მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის და კომუნიკაციის უნარები

 

აპლიკანტს ასევე მოეთხოვება, წარმოადგინოს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის დანართი ან სერტიფიკატი). სხვა შემთხვევაში მას დაენიშნება შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება ინგლისურ ენაში.

 

აპლიკანტს, რომელიც აკმაყოფილებს CU საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობებს, გრანტის მოსაპოვებლად დაენიშნება წერითი გამოცდა. წერითი გამოცდის შესახებ დამატებით ინფორმაციას კონკურსის მონაწილეები ერთი კვირით ადრე მიიღებენ.

 

საბუთების ნუსხა:

 

 

  • ფსიქოლოგის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • დიპლომის დანართი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • მამაკაცების შემთხვევაში, სამხედრო მიწერის მოწმობა
  • 2 ფოტო სურათი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (CD დისკზე ჩაწერილი)
  • NAEC-ის ბარათი
  • CV
  • სამოტივაციო წერილი
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

 

თარიღები

           

  • საბუთების მიღება: 2 სექტემბრის ჩათვლით, ოთახი A2;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება: 4-5 სექტემბერი 2026;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში): 8 სექტემბერი 2026;
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის საგრანტო ტესტირება: 8 სექტემბერი 2026.
 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით
კლინიკური ფსიქოლოგია 5990 ლარი 2995 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები:

 

მეორე აკადემიურ წელს CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა სწავლების პირველი წელი უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში და ჰქონდეს GPA 3.8 ან მეტი.

 

ინგლისური ენის ტესტის ნიმუში იხილეთ ბმულზე

CU გრანტის ტესტის ნიმუში იხილეთ ბმულზე.