პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კვლევითი და პრაქტიკული უნარების განვითარებას. სტუდენტს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებაში ეხმარება, როგორც პროგრამაში არსებული კვლევის ბლოკის საგნები, ასევე სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკში შემოთავაზებული არჩევითი საგნებიც.პრაქტიკული უნარები ვითარდება როგორც პროფესიული პრაქტიკის და პრაქტიკის კვლევის საგანში, ასევე ცალკეულ კურსებში, მათ შორის კვლევის კურსების ფარგლებში, ისე სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას.
განათლების ლიდერობის და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის კრედიტები ნაწილდება შემდეგნაირად:
- სავალდებულო კურსების ბლოკი - განათლების პოლიტიკა და ანალიზი - 10 ECTS კრედიტი;
- სავალდებულო კურსების ბლოკი - ცვლილებების მართვა - 5 ECTS კრედიტი;
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი - 10 ECTS კრედიტი;
- კვლევის მეთოდების ბლოკი (სავალდებულო/არჩევითი) – 5 ECTS კრედიტი.
- სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.
