პროგრამის სტრუქტრა

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. სასწავლო წელი  აგებულია სემესტრული პრინციპით. სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ საათს).  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით, სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა.