CSM–ის სტუდენტები ზემო ავსტრიის უნივერსიტეტში

11 იანვარი

ნათია ჩეხერიას და ნათია ზარდიაშვილის ავსტრიაში გამგზავრება კავკასიის უნივერსიტეტმა უზრუნველყო. მათ 3 კვირის განმავლობაში ლექციების ინტენსიური კურსი წაეკითხათ.

ქართველი სტუდენტების გარდა, საზაფხულო სკოლაში 15 ქვეყნიდან ჩასული ახალგაზრდები სწავლობდნენ. დაბრუნებული სტუდენტები განსაკუთრებული სიამოვნებით ლექციების შემდეგ გამართულ ღონისძიებებს და ექსკურსიებს იხსენებენ, რომელთა ფარგლებშიც მათ საშუალება ჰქონდათ ავსტრიის ღირსშესანიშნავი ადგილები დაეთვალიერებინათ.

კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს ავსტრიის საზაფხულო სკოლაში წასვლა მომავალ წელსაც შეეძლებათ, თუმცა მედიის სკოლა საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით მხოლოდ საზაფხულო სკოლებით არ შემოიფარგლება. 2011-12 სასწავლო წლებში CSM-ის IV კურსის სტუდენტები, სემესტრული გაცვლის და ორმაგი ხარისხის პროგრამებით, პირველად გაემგზავრებიან დიდი ბრიტანეთის ჩესტერის უნივერსიტეტში.