ნინო ჟიჟილაშვილის და მედიის სკოლის სტუდენტების შეხვედრა აბიტურიენტებთან

3 თებერვალი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მედიის სკოლის დეკანი - ნინო ჟიჟილაშვილი და მედიის სკოლის სტუდენტები პიარისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდნენ.

 

აბიტურიენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების შესახებ.

 

ასევე, შეხვედრაზე კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ ჯილდო  ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულ აბიტურიენტებს.

 

პრიზები:

 

  • I ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 1500 ლარი;
  • II ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 1000 ლარი;
  • III ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 500 ლარი.