მედიახელოვნების 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა განაპირობა მედია-არტის, კრეატორებისა თუ ციფრული კომუნიკაციის მულტიფუნქციური უნარების მქონე პროფესიონალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ. პირველად ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე შემოდის ისეთი ერთობლივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ორიენტირებულნი იქნებიან სახელოვნებო-შემოქმედებითი იდეების მაქსიმალურ გენერირებაზე, მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინური კომპენტეციებისა თუ ტექნიკების გამომუშავებაზე.
პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება:
- ხელოვნების სხვადასხვა კლასიკური დარგის თეორიული ცოდნა (კინო, მხატვრობა, ლიტერატურა, თეატრალური ხელოვნება) და პრაქტიკული უნარები (შემოქმედებითი კომუნიკაცია, პერფორმანსი, ხატვა);
- ვიდეო/კინოპროდაქშენის მთელი ციკლის ცოდნა და პრაქტიკაში მისი გამოყენების უნარები;
- ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და გამოყენების უნარები;
- სახელოვნებო, სოციალური თუ კულტურული პროექტების მართვის უნარები.
პროგრამის ფარგლებში თქვენ 2 წელი ისწავლით კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში, მე-3 წელს კი გაატარებთ აშშ-ის ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში.
მისი დასრულების შემდეგ ბაკალავრის კვალიფიკაციას განიჭებთ ორივე უნივერსიტეტი:
- მედიახელოვნების ბაკალავრი, CU
- ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი მედიახელოვნებაში, NJCU
