მედიის კვლევის პროექტები

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია (2021)

 

21 მაისს გაიმართა კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, PR (პიარისა) და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

 

I ადგილი - ავდინა ჯაოშვილი და ელენე ხაჩიაშვილი

 

II ადგილი - თამარ ყაზაიშვილი

 

III ადგილი - ანანო დიდებაშვილი და ლიზი ახალაძე

 

 

კვლევა - პოლიტიკოსები სტუმრად თოქ-შოუებში (2020)

 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტების კვლევითი ნაშრომი:

 

ავტორები: ნინო გოგიშვილი, მარიამ დავითაძე

მენტორი: გიორგი ჯოლოგუა

 

თემა - პოლიტიკოსები სტუმრად თოქ-შოუებში 

 

 

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია (2020)

 

24 ივნისს კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:

 

I ადგილი - თემურ მელიქიშვილი

თემა: სარეკლამო მასალების გამიჯვნა ქართულ ონლაინ მედიაში

 

II ადგილი - სოფიო შარაძე

თემა: მედია, როგორც სტერეოტიპების დამკვიდრების მძლავრი იარაღი

 

III ადგილი - ნინო გაბისონია

თემა: უსახლკაროთა პრობლემების გაშუქება ქართულ ონლაინ მედიაშ

 

 

კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციიის საგნის ფაგლებში მომზადებული კვლევები (2020)

 

მარიამ შალამბერიძის კვლევა - რამდენად ეთიკურად შუქდება რუსეთთან დაკავშირებული მოვლენები ქართული სატელევიზიო არხების, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში?

 

მიხეილ გოგუაძის კვლევა - ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პაციენტისა და მის მიერ ექიმის სავარაუდო დაინფიცირების გაშუქება ნაციონალურ მედიაში

 

 

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია (2016)

 
30 მაისს გამართულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე გამოვლინდა 2 საუკეთესო ნამუშევარი. 
 
I ადგილი აიღო IV კურსელების - გიორგი დიასამიძისა და გიორგი კიკაბიძის ნაშრომმა: ყარაბაღის კონფლიქტი - ტელევიზიებისა და ინტერნეტგამოცემების გაშუქების ტენდენციები.   
 
II ადგილზე გავიდა IV კურსელი მაგდა სარსევანიძის ნამუშევარი: აფხაზების ხმა ქართულ მედიაში.

 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია (2015)

 

29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია "მედია და კონფლიქტები". მასში მონაწილეობა მიიღო მედიის სკოლის 13 სტუდენტმა.

გამომსვლელები ჟიურის წევრებმა შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს. ადგილები ასე გადანაწილდა:

მაკო ფანჯავიძე - I ადგილი (თემის სახელწოდება : "ქართული ტელევიზიების გავლენა ISIS-ის ტერორისტული ქმედებების შეფასებაზე")

ლიკა გამხუაშვილი - II ადგილი (თემის სახელწოდება : "ქართული ტელემედიის სარედაქციო მიდგომები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას")

მარიამ ცანავა - III ადგილი (თემის სახელწოდება : "ფუნდამენტური ჟურნალისტური პრინციპი - ობიექტურობა რუ სეთ-უკრაინის კონფლიქტის გაშუქებისას")


კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია (2012)

 

2012 წ. 19 აპრილს, კავკასიის მედიის სკოლაში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები კომისიის წინაშე წარადგინეს. კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციითა და ლექტორებით დაკომპლექტებულმა კომისიამ კონფერენციის მონაწილეები სერტიფიკატებით და წიგნებით დააჯილდოვა.

 

ადგილები ასე განაწილდა:

I ადგილი - სალომე მოდებაძე, თემის სათაური: "ბავშვთა დანაშაულის საკითხის გაშუქება ქართულ ბეჭდურ მედიაში"


II ადგილი - სალომე კვირიკაშვილი. მან კონფერენციაში მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის ჩესტერის უნივერსიტეტიდან მიიღო, სადაც ორმაგი ხარისხის პროგრამის ფარგლებში ბოლო სემესტრს სწავლობს. თემის სათაური: "Negative representation of ethnic Armenians in the Georgian print press (the Asaval-Dasavali; Liberali; the Kviris-Kronika) and online publications (Netgazeti) following amendments to the civic code"; 


III ადგილი - ნინო სამნიაშვილი. თემის სათაური: "რელიგიური უმცირესობების გაშუქება პრესაში".


 


მედიის კვლევების კლასი (2010-2011)

 

IVკურსის კვლევის პროექტები
 

კავკასიის მედიის სკოლის მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის საგანი „მედიის კვლევის მეთოდები“, ფინალურ საგამოცდო ნამუშევრად ითვალისწინებს ინდივიდუალური საკვლევი პროექტის შექმნას. კურსს ლექტორი ეკატერინე ბასილაია უძღვებოდა.
 

ნამუშევრები: