კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ - კორესპონდენტად აირჩიეს

28 ივლისი 2025
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი - მაქსიმ იავიჩი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ - კორესპონდენტად.
 
 
პროფესორ მაქსიმ იავიჩს აქვს სამეცნიერო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ჩართული არის მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო - კვლევით პროექტებში, კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კიბერუსაფრთხოება, კრიპტოგრაფია და პოსტ - კვანტური გამოთვლები.
 
 
უნდა აღინიშნოს, რომ იგი არის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პირველი წევრ - კორესპონდენტი და ვულოცავთ მას ამ საპატიო ადგილს. ასევე, უნდა ითქვას, რომ მისი არჩევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოებისა და მასთან მომიჯნავე დარგების აკადემიურ დონეზე განვითარების პროცესს.

 

იხილეთ ვრცლად.