კიბერუსაფრთხოების ლიგა სკოლის მოსწავლეებისთვის

25 მაისი 2026

23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, სკოლის მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიების სკოლის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციის მიერ ორგანიზებული კიბერუსაფრთხოების ლიგა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებისგან დაკონპლექტებულმა გუნდებმა, რომლებსაც სპეციალურად ამ ჰაკათონისთვის შედგენილი პრაქტიკული, ე.წ. CTF დავალებები უნდა ამოეხსნათ.

 

ჰაკათონზე გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებული, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ ფულადი სასწავლო ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრებს თითოეულს 1500 ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილის გუნდის წევრებს 1000 ლარიანი, ხოლო მესამე ადგილის გამარჯვებულებს 700 ლარიანი ვაუჩერები:

 

  • პირველი ადგილი - გუნდი “P4yL0ad”, 133-ე საჯარო სკოლა
  • მეორე ადგილი - გუნდი „Lizards“, SCSA საკვირაო სკოლა
  • მესამე ადგილი - გუნდი “TTSSD”, 173-ე საჯარო სკოლა, კომპიუტერიული სკოლა მზიური, ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა

 

ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცა კიბერუსაფრთხოების ლიგის მონაწილეობის სერტიფიკატები.

 

კიბეუსაფრთხოების ლიგა მეოთხე წელია ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე, რომელიც სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად აქტიურად უწყობს ხელს რეგიონში კიბერუსაფრთხოების მიმართულების განვითარებას და მის ხელმისაწვდომობას. კავკასიის უნივერსიტეტი პირველია რეგიონში, რომელმაც ამერიკის უნივერსიტეტთან, New Jersey City University-თან თანამშრომლობით დანერგა პირველი სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში.