19-20 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და TBC Tech მხარდაჭერით საქართველოს პირველი ეროვნული AI ჰაკათონი ჩატარდა.
ჰაკათონში 15-მდე გუნდმა წარადგინა თავისი გადაწყვეტილებები ტესტირებისა და ქართულენოვანი საძიებო სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით.
ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები და რჩეული გუნდები გამოავლინა. თითოეულმა გამარჯვებულმა გუნდმა 5000 ლარი მიიღო, რჩეულმა გუნდმა კი - 1000 ლარი.