შეხვედრა GDG სომხეთის წარმომადგენლებთან

11 იანვარი

17 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლაში, GDG თბილისმა GDG სომხეთის მენეჯერებსა და აქტიურ წევრებს უმასპინძლა. GDG სომხეთის მენეჯერებსა და აქტიურ წევრებს უმასპინძლა. პირველ ერთობლივ შეხვედრაზე, სტუმრებმა ქართველი დეველოპერებისა და "Google"-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისათვის პრეზენტაციები ჩაატარეს შემდეგ თემებზე:

» GDG სომხეთის პროექტებისა და წარმატებული ღონისძიებების გაცნობა - მომხსენებლები: GDG სომხეთის მენეჯერები – ვარდან გრიგორიანი და ვარდან პაპიკიანი;

» "Chrome"-ის უსაფრთხოება - მომხსენებელი: GDG სომხეთის აქტიური წევრი, "Campus Party Berlin"-ის "Chrome"-ის „ჰაკატონის" გამარჯვებული – მანველ საროიანი;

» Event Guide – გზა გამარჯვებისკენ - მომხსენებელი: "gt | hackathon Armenia"-ის გამარჯვებული სურენ აბრაჰამიანი.

ეს შეხვედრა დიდი ხანია იგეგმებოდა. GDG სომხეთის წარმომადგენლებმა GDG თბილისის წევრებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. გარდა ამისა, ერთობლივი პროექტების განხილვა მოხდა.