DataSecSchool-ის მეორე სესია დაიწყო

5 აპრილი 2024

18 მარტს კავკასიის უნივერსიტეტში Jean Monnet Project DataSecSchool-ის ფარგლებში სტუდენტთა სეზონური სკოლის მეორე სესია დაიწყო.

 

DataSecSchool გთავაზობთ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც შედგება ოთხი შემუშავებული კურსისგან, რომელიც მოიცავს ისეთ აუცილებელ თემებს, როგორიცაა კიბერჰიგიენა, სისტემისა და ქსელის დაცვა, კრიპტოგრაფია და მონაცემთა დაცვა და GDPR შესაბამისობა. პრაქტიკული უნარებისა და ინდუსტრიის აქტუალური თემატიკის ცოდნის გაცემაზე ფოკუსირებით, ეს პროგრამა იდეალურია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი უნარ შესაძლებლობების გაძლიერება.

 

საწყის ეტაპზე დოქტორი გიორგი ახალაია და გიორგი იაშვილი ატარებენ ლექციებს კიბერჰიგიენისა და მონაცემთა დაცვისა და GDPR შესაბამისობის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება EU_ს თანადაფინანსებით და ქართველი მსმენელებისთვის არის სრულიად უფასო. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელია: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, SCSA_ს პრეზიდენტი Maksim Iavich. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.