Women in Tech CCA დაჯილდოების ცერემონიალი

22 სექტემბერი 2023

22 სექტემბერს, გაიმართა Women in Tech CCA დაჯილდოების ცერემონიალი. ცერემონიის ფარგლებში დაჯილდოვდნენ სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს შეღწევადობის ტესტირების პროგრამა.


პროგრამა  Women in Tech Georgia-ს, კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

პროგრამის მთავარი მიზანია შექმნას ახალი პროფესიის დაუფლების, პროფესიული განვითარებისა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობები ქალებისთვის ტექნიკურ ინდუსტრიაში - კონკრეტულად კიბერუსაფრთხოებაში.