CTS-ის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

24 ივნისი 2020

23-24 ივნისს, ტურიზმის სკოლაში ჩატარდა დამამთავრებელი კურსის საბაკალავრო ნაშრომების პრეზენტაციები და ოფიციალური დაცვა.

 

კომისიისა და აუდიტორიის წინაშე 35 სტუდეტი წარსდგა. მათ ნაშრომები წარმოადგინეს და განიხილეს ტურიზმის სფეროს სხვადასხვა მიმართულება დაცვისთვის დამახასიათებელ ინოვაციურ სტილში.

 

კომისია შედგებოდა ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან. პრეზენტაციებს ასევე ესწრებოდნენ სკოლის მოწვეული ლექტორები.

 

ღონისძიება ჩატარდა კოვიდ -19 თან დაკავშირებული სახელმწიფო და რეგულაციების სრული დაცვით.