მასტერკლასი სასტუმრო “Holiday Inn Express”-ში

9 დეკემბერი 2022

9 დეკემბერს, სასტუმრო “Holiday Inn Express”-ში  ტურიზმის სკოლის ახალი ერთობლივი პროგრამის მასპინძლობის მენეჯმენტის ფარგლებში, რომელიც ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება, ჩატარდა მასტერკლასი კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის.

 

მასტერკლასს ორგანიზება გაუწია პროგრამის მოწვეულმა ლექტორმა ქეთევან მიქაშავიძემ, რომელმაც სტუდენტებს გააცნო სასტუმრო საქმის სპეციფიკა, დეპარტამენტები და მათი ფუნქცია-მოვალეობები. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღება.

 

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ავლაბარში მდებარეობს და მისი გახნა ერთ კვირაში იგეგმება. მისი პირველი შემფასებლები კი სწორედ მასპინძლობის ახალი პროგრამის სტუდენტები იყვნენ.  მასტერკლასს სტუდენტებთან ერთასდ ესწრებოდა ტურიზმის სკოლის დეკანი.