ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასი საერთაშორისო სტუდენტებისთვის

3 დეკემბერი 2019

2 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასი გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ტრადიციული სამზარეულოს კულტურულ და ისტორიულ საკითხებს.

 

მასტერკლასს უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის შეფი, რომლის მითითებების შესაბამისად სტუდენტებმა რამდენიმე კერძი თავად შექმნეს. ღონისძიება სტუდენტების მიერ შექმნილი კერძების დეკუსტაციით დასრულდა.