ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

12 ივნისი 2018

12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის სკოლის საბაკალვრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. 

დაცვაზე ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს. სამეცნიერო კვლევები ეხებოდა საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივებსა და გრძელვადიან გეგმებს.
 
კომისიის წევრების მიერ საუკეთესო ნაშრომად დასახელდა ნინო მკალავიშვილის საბაკალავრო ნაშრომი: "ტურიზმი და მუსიკალური კულტურა."
 
დაცვას ესწრებოდნენ კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.