პროგრამის სტრუქტურა

ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, სემესტრში - 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა ტურიზმის სკოლის სტუ-დენტებისთვის 3 აკადემიურ წელს შეადგენს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები. სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი. 1 ECTS კრედიტი უდ¬რის 25 საათს, რაც მოიცავს როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და დასკვნითი გამოცდებისთვის მზადებას, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ საათს).

 

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა შემდეგია:

 

  • სავალდებულო სასწავლო კურსები - 160 ECTS კრედიტი: მათ შორის საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები 55 ECTS კრედიტი, სადაც 40 ECTS კრედიტი ეთმობა უცხო ენების მოდულს (მე-2 უცხო ენის სწავლება, მათ შორის ერთ-ერთი არის ინგლისური ენა);
  • დარგობრივი სავალდებულო სასწავლო კურსები - 105 ECTS კრედიტი: მათ შორის 10 ECTS კრედიტი ეთმობა საბაკალავრო ნაშრომს;
  • დარგობრივი არჩევითი/სავალდებულო სასწავლო კურსები - 20 ECTS კრედიტი, რომელიც სტუდენტმა უნდა აირჩიოს პროგრამით შემოთავაზებული 55 ECTS კრედიტიდან. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აითვისოს მაქსიმუმ 5 ECTS კრედიტი არჩევითი სტატუსის მქონე სასწავლო კურსების ჩანაცვლების ან/და თავისუფალი კრედიტების ხარჯზე.

 

საბაკალავრო პროგრამის დასასრულებლად სტუდენტმა უნდა მოამზადოს და დაიცვას საბაკალავრო ნაშრომი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის  კავშირები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და ტურიზმის სკოლის პარტნიორული ურთიერთობები  შესაძლებლობას იძლევა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.

 

იხილეთ პროგრამა