სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები

შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენციები

 

კავკასიის უნივერსიტეტის სკოლები უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, 2003 წლიდან ყოველწლიურად მართავენ შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენციებს.

 

კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

 

კონფერენციის მიზანია:

 

ა) ქვეყნის განვითარების ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა;

ბ) სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა

 


სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ნატო და ახალი მსოფლიო წესრიგი: გამოწვევები და პერსპექტივები“

 

2026 წლის, 20 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ირ. წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი  აცხადებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ნატო და ახალი მსოფლიო წესრიგი: გამოწვევები და პერსპექტივები“. იხილეთ ბმული მეტი დეტალებისთვის.

 


 2025-2026 აკადემიური წლის უნივერსიტეტის შიდა სასკოლო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები

 

2026 წლის, მაისსა და ივნისში, კავკასიის უნივერსიტეტში იგეგმება შიდა სასკოლო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების გამართვა. კონფერენციებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის სამივე საფეხურის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. იხილეთ ბმული მეტი დეტალებისთვის.