მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მაგისტრი / პროფესია - დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.
სწავლის ხანგრძლივობა 5 წელი. ადგილების რაოდენობა - 30.
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული უნარის მქონე კონკურენტუნარიანი, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პოტენციალის მქონე წარმატებული სპეციალისტების მომზადება პედაგოგიკაში.
პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
- თავისუფალი კომპონენტი (60 ECTS კრედიტი), რომელიც მოცავს არჩევით საგნებს;
 - საგნობრივი და მეთოდური მოდული (180 ECTS კრედიტი), რომელიც მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს: პროფესიული უნარები, 2. საზოგადოებრივი მეცნიერებები, 3. ბუნებისმეტყველება, 4. მათემატიკა, 5. ქართული ენა და ლიტერატურა.
 - სასკოლო პრაქტიკა და პრაქტიკის კვლევა (60 ECTS კრედიტი), რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დამოუკიდებელ სასწავლო პრაქტიკას გაივლიან პარტნიორ სკოლებსა და არასმთავრობო ორგანიზაციებში - ყოველი კურსის მეორე სემესტრში საგნობრივი ჯგუფების შესაბამისი 5-5 კრედიტიანი დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკა, სულ 25 კრედიტი/625 საათი. ამის გარდა სტუდენტები გაივლიან 851 საათიან ჩაშენებულ სასკოლო პრაქტიკას, რამეთუ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, მომავალი მასწავლებლების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად კონვერტირების უზრუნველყოფა.
 
კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის ძირითადი უპირატესობებია:
- პროგრამის სტრუქტურა და დიზაინი;
 - უნიკალური გამოცდილების პროფესიონალთა გუნდი;
 - თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების გარანტიები;
 - კომფორტული, ინკლუზიური და თანამედროვედ აღჭურილი ფიზიკური გარემო;
 - სტუდენტის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო და მართვის სისტემა.
 - პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა
 
წარმატებული პედაგოგიური საქმიანობის გარდა, კუსდამთავრებულებს გექნებათ სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომ იყოთ:
- კვლევითი, სასწავლო რესურსების შექმნაზე ორიენტირებული და სხვადასხვა დამხმარე პროექტების ავტორი და/ან განმხორციელებელი;
 - საგანმანათლებლო ლიდერი, ჩართული სკოლის განვითარების და მართვის პროცესში, მათ შორის პედაგოგიური საბჭოს და სკოლის უმაღლესი თვითმმართველი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობის ჩათვლით;
 - საიმედო დასაყრდენი და პარტნიორი განათლების პოლიტიკისა და რეფორმების განსაზღვრისა და რეალიზების პროცესებში;
 - თანამონაწილე წიგნიერების თუ სხვა მიმართულებით განათლების სისტემის წარმატებული განვითარებისაკენ მიმართული საერთაშორისო პროცესების.
 
დასაქმების პერსპექტივა
თქვენ გექნებათ დასაქმების პერსპექტივა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში საქმიანობის ფართო პროფილით - I-VI კლასის დონეზე ნებისმიერი საგნის სწავლების შესაძლებლობა.
