CSB-ის სტუდენტი საქართველოს ეკონომისტთა VIII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე

15 სექტემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესს სკოლის, ეკონომიკის პროგრამის სტუდენტმა ზურაბ ღამბაშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომისტთა VIII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში - „საქართველოს ეკონომიკა გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის პირობებში: გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც 2026 წელს ახალციხეში გაიმართა.

 

კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ზურაბ ღამბაშიძის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომი მომზადდა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორის, ნათია გიგაურის ხელმძღვანელობით და სრულად გამოქვეყნდა კონფერენციის ელექტრონულ კრებულში.

 

ნაშრომის გაცნობა შესაძლებელია ელექტრონულად. ნაშრომი კრებულის 186-ე გვერდიდან იწყება.

 

ელექტრონული კრებული: ბმული