პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი ესპანურ ჟურნალში „Journal of Healthcare Quality Research“ გამოქვეყნდა

3 დეკემბერი 2021

ესპანურ გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში „Journal of Healthcare Quality Research“ გამოქვეყნდა პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი „Analysis of Critical Incident Reporting System as an indicator of quality healthcare in a cardiology center in Tbilisi, Georgia“.

სტატიის ლინკი:

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2603647921001007?dgcid=author

Verulava T, Jorbenadze R. Analysis of Critical Incident Reporting System as an indicator of quality healthcare in a cardiology center in Tbilisi, Georgia. Journal of Healthcare Quality Research. 2021.

ჟურნალი Journal of Healthcare Quality Research არის ესპანეთის ჯანდაცვის ხარისხის საზოგადოების (Spanish Society of Quality Healthcare - Sociedad Española de Calidad Asistencial, SECA) ოფიციალური ჟურნალი. იგი აღიარებულია როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი. ჟურნალს გამოსცემს Elsevier, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძველესი გამომცემელია (დაარსდა 1880 წელს).

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, იხილეთ, https://www.scopus.com/sourceid/21100862736

კვლევა განხორციელდა აკად. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტთან მერამდენე წელია აკავშირებს მჭიდრო სამეცნიერო-კვლევითი თანამშომლობა. 

კვლევის აღწერა:

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა (CIRS) მსოფლიოში აღიარებულია, როგორც პაციენტის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს პერსონალის დამოკიდებულება რისკებზე, გაზარდოს მათი სიფრთხილე და ყურადღება, ინფორმირებულობა საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ნაშრომის მიზანს შეადგენდა კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა საქართველოში.