გიორგი ბაქრაძის წიგნის - "ეკონომიკის ისტორიის სქოლიოებიდან" - პრეზენტაცია

18 ივლისი 2022

15 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, ეკონომისტის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის გიორგი ბაქრაძის წიგნის - "ეკონომიკის ისტორიის სქოლიოებიდან" - პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავად წიგნის ავტორი წარუძღვა.

 

პრეზენტაციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეეძინათ წიგნი და ავტორისგან ავტოგრაფი მიეღოთ. ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.

 

„ეკონომიკის ისტორიის სქოლიოებიდან“ - არის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, მიუხედავად იმისა, აინტერესებს თუ არა ეკონომიკის ისტორია - ეს არის ყველასთვის გასაგები ენითა და უნიკალური იუმორით დაწერილი ჭკვიანური წიგნი ადამიანებზე, რომლებმაც მსოფლიო ისტორია სხვა რელსებზე გადაიყვანეს, მიმართულება შეუცვალეს, სირთულეებს არ შეუშინდნენ და ბოლომდე მიჰყვნენ იმას, რისიც მთელი გულით სჯეროდათ.