- დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.
- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
- ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად ინგლისური ენის ჩაბარება.
სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 5, 900 ლარი.
ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგების მიხედვით, რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) სარგებლობს 100%, 50% და 30 % ფინანსური შეღავათით.