პროგრამის მიმოხილვა

 

პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან.

 

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის I ნაწილის მიზანია მოამზადოს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც:

 

  1. აღწერს  დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებს, თეორიებს, ანალიზის მოდელებს და პრაქტიკას. 
  2. აანალიზებს საერთაშორისო ურთიერთობებში აქტორთა როლსა და ადგილს, აფასებს და განასხვავებს სახელმწიფო და არასახელმწიო აქტორთა პოლიტიკურ დღის წესრიგს დაინტერესებს. 

 

პროგრამის ხანგრძლივობა - დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის სტანდარტული ხანგრძლივობაა 1 წელი.

 

მისანიჭებელი ხარისხი - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.

 

სწავლების ენა - ქართული

 

კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი შესაძლებელია დასაქმდეს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე არასამთავრობო სექტორში, სხვადასხვა პროფილის მქონე კერძო ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებში.