პროგრამის მიმოხილვა

 

პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან.

 

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის II ნაწილის მიზანია მოამზადოს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, რომელიც:

 

  1. კვლევის შესაბამისი მეთოდის, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვის, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით ახდენს მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას, კრიტიკულ ანალიზსა და სინთეზს და აყალიბებს დასკვნებს, რომელშიც აისახება პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობები.
  2. ახდენს პროფესიული ცოდნის ეფექტურ წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას, მათ შორის, უცხო ენაზე.
  3. წვლილი შეაქვს პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში და დამოუკიდებლად განსაზღვრავს შესაბამის ნაბიჯებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის და სწავლის შემდგომ საფეხურზე გასაგრძელებლად.

 

პროგრამის ხანგრძლივობა - დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II ნაწილის სტანდარტული ხანგრძლივობაა 1 წელი. სტანდარტული ვადის ამოწურვის შემდეგ სტუდენტს შეუძლია სწავლა განაგრძნობს არაუმეტეს 4 სემესტრის (ორი აკადემიური წელი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. 

 

მისანიჭებელი ხარისხი - კვლევის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში.

 

სწავლების ენა - ქართული.

 

კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი მაგისტრი შესაძლებელია დასაქმდეს სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში, განსაკუთრებით ისეთ პოზიციებზე, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო პოლიტიკის  კვლევასთან და/ან გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში.