ECoD-ის პროექტის ასისტენტი CSG-ის სტუდენტებს შეხვდა

29 მარტი 2024

26 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს ევროპის დემოკრატიის დედაქალაქის ინიციატივის შესახებ ECoD-ის პროექტის ასისტენტი ელენე გაგნიძე ესაუბრა.

 

ევროპის დემოკრატიის დედაქალაქის ინიციატივა ორგანიზებულია ECoD NPO-ის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დემოკრატიულ მმართველობას და გააძლიეროს სოციალური ერთიანობა.

 

რა არის მოქალაქეთა ჟიური?

 

მოქალაქეთა ჟიური არის ევროპის მომავლის კონფერენციის (CoFoE) პროტოტიპი, (არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა), რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობას ყოველდღიურ პოლიტიკურ გამოწვევებში.

 

10000-მდე მოქალაქეთა ჟიური - მათ შორის 6000-მდე ევროკავშირის 27 ქვეყნიდან - ყოველწლიურად ირჩევს ევროპის დემოკრატიის დედაქალაქს, რათა მოქალაქეთა ჩართულობის გზით გააძლიეროს დემოკრატიული პროცესები.

 

2023 წლის იანვარში, მოქალაქეთა ჟიურის წევრებმა ევროპის პირველ დემოკრატიულ ქალაქად აირჩიეს ბარსელონა, ხოლო მომდევნო წელს კი ვენა.

 

ელენე გაგნიძემ სტუდენტს აცნობა ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილ შემდეგ შესაძლებლობებზე:

 

  • აირჩიონ შემდეგი ევროპული დემოკრატიული ქალაქი.
  • მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ონლაინ ან/და ევროპის მრავალ ქალაქში ორგანიზებულ ვორქშოპებში.
  • მიიღონ სერტიფიკატები.
  • ხელი შეუწყონ ინიციატივის დამკვიდრებას საქართველოში.

 

კითხვა-პასუხის ფარგლებში, სტუდენტებმა ასევე მიიღეს რჩევები კარიერული განვითარებისა და ევროპულ ბაზარზე სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ.