გიორგი ცხადაიას სტატია „პოლიტიკური ვალდებულების უნივერსალისტური თეორიისკენ: პოსტ-სტრუქტურალისტური მიდგომა“

29 იანვარი 2024

ფილოსოფიის Q1 კატეგორიის ჟურნალში Philosophy & Social Criticism გამოქვეყნდა სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას სტატია „პოლიტიკური ვალდებულების უნივერსალისტური თეორიისკენ: პოსტ-სტრუქტურალისტური მიდგომა“(სტატია ხელმისაწვდომია).

 

სტატია შეეხება პოლიტიკური ვალდებულების თეორიებში არსებული ცნობილი პარადოქსის - „კერძოობის პრობლემის“ (particularity problem) ამოხსნას. ავტორი გვთავაზობს პარადოქსის გადალახვის ორიგინალურ ხერხს, რომელიც პოსტსტრუქტურალისტურ თეორიებს ეყრდნობა.

 

ჟურნალი Philosophy & Social Criticism 1973 წლიდან გამოიცემა და წარმოადგენს კონტინენტური ფილოსოფიის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას. წარსულში ამ ჟურნალში გამოქვეყნებულა ისეთი წამყვანი სოციალური თეორეტიკოსების სტატიები, როგორებიცაა მიშელ ფუკო, იურგენ ჰაბერმასი, აქსელ ჰონეტი, ერნესტო ლაკლაუ, სეილა ბენჰაბიბი, უმბერტო ეკო და სხვ.

 

ჟურნალი ინდექსირებულია Clarivate Analytics-ის Arts & Humanities Citation Index-სა და Social Sciences Citation Index-ში.