ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის სემინარი „უკრაინა საერთაშორისო წესრიგისადმი რუსეთის გამოწვევის წინა ხაზზე“

2 ნოემბერი 2023

1-ელ ნოემბერს, კავკასიის  სახელმწიფო მართვის სკოლამ უმასპინძლა ოქსფორდის გლობალური და რეგიონული კვლევების სკოლის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულების დირექტორს, პროფესორ როი ალისონს. შეხვედრის ფარგლებში ბატონი ალისონი გაეცნო სკოლის მუშაობის სპეციფიკას, პროგრამებს და მიმდინარე კვლევებს.

 

ვიზიტის ფარგლებში შედგა  სემინარი თემაზე „უკრაინა საერთაშორისო წესრიგისადმი რუსეთის გამოწვევის წინა ხაზზე“ (Ukraine at the frontline of Russia’s challenge to international order).  პროფესორმა ალისონმა განიხილა უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის არგუმენტები საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ნორმებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის ჭრილში. პროფ. ალისონმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გასამართლებლად, რუსეთმა წარმოადგინა მრავალფეროვანი სამართლებრივი, კვაზი სამართლებრივი და ნორმატიული პრეტენზიები, პოლიტიკურ რიტორიკასა და გამჭვირვალე რევანშიზმთან ერთად.

 

შესავალი სიტყვის შემდგომ გაიმართა დისკუსია დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მონაწილეობით. პროფ. როის შეფასებით რუსეთის მიერ სამართლებრივი და ნორმატიული დისკურსის ბოროტად გამოყენება არა მარტო სრულმასშტაბიანი უკანონო სამხედრო აგრესიის გამართლების მცდელობაა, არამედ ასევე ცენტრალური საფრთხეა ძირითადი გლობალური წესებისა და ნორმებისთვის. აღინიშნა, რომ მიმდინარე საერთაშორისო სამართლებრივი რეაგირება და საერთაშორისო საზოგადოების მძლავრი წინააღმდეგობა აჩვენებს, რომ საერთაშორისო ნორმები ფუნქციონირებს და წინააღმდეგობას წევს.