საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

29 მარტი 2018

29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

სპიკერებმა, სტუდენტებს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები გააცნეს. აგრეთვე ისაუბრეს რისკებზე, რომლებიც როგორც ამ წესების დარღვევას, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება.

 

შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.