პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი

5 ოქტომბერი 2023

4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლის (L’EHESS-Paris) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი კვლევითი ინტერესები და განიხილეს საგანმანათლებლო კავშირების განვითარების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო საკითხები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი,  ასევე კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.