მსოფლიო დიპლომატიისა და პოლიტიკის სამიტი 2023

3 ოქტომბერი 2023

მსოფლიო დიპლომატიისა და პოლიტიკის სამიტი 2023 დუბაიში გაიმართა, რომელშიც 70 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს ერთადერთი დელეგატი ყავდა, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი ნოდარ ბოკერია.

 

ნოდარის მოხსენება ორივე სესიაზე ეხებოდა საქართველოს აქტუალურ პრობლემებს მსოფლიო კონტექსტში, აშშ-ისა და ევროპის დემოკრატიის მიმოხილვას, ადამიანთა უფლებებსა  და საქართველოს სტრატეგიულ განვითარებას. აქცენტი მისი მხრიდან, ასევე, გაკეთდა რუსეთ-უკრაინის ომზეც.

 

დელეგატთა ხმათა უმრავლესობით და პროფესიონალი ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით გრანდ პრიზი: ახალგაზრდა მსოფლიო საუკეთესო დიპლომატის ტიტული - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს მიენიჭა.

 

კონფერენციაში მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად მიმდინარეობდა მსოფლიო მასშტაბით: 1) სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს საფუძველზე; 2) სამეცნიერო ნაშრომით, რეზოლუციით, რომელიც მონაწილეს უნდა წარედგინა კონფერენციაზე.

 

მსოფლიო დიპლომატიისა და პოლიტიკის სამიტი ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანასა და ექვსივე კონტინენტს. აღნიშნული სამიტი/კონფერენცია ტარდება 5 ლოკაციაზე: ნიუ-იორკში, მალაიზიაში, ფილიპინებში, სტამბოლსა და დუბაიში.