სიახლეები

15
მარ
CSG-ის სტუდენტი საჯარო დიპლომატიის ახალგაზრდული სამიტის მონაწილეა

აზერბაიჯანში, საჯარო დიპლომატიის ახალგაზრდული სამიტი გაიმართა, რომელში მონაწილეობას კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი - ნინა მუსტაფაევა - იღებდა. აღსანიშნავია, რომ ნინამ საუკეთესო დელეგატის ტიტული მოიპოვა.

11
მარ
CSG-ის დეკანი მე-13 ტრანსევროპულ დიალოგში

7-8 მარტი, დუბროვნიკი, ხორვატია. კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) პრეზიდენტმა პროფ. ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო მე-13 ტრანსევროპულ დიალოგში (TED), რომელსაც უმასპინძლა ზაგრების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა.

28
თებ
სახელმწიფო მართვის სკოლის სიმულაციური თამაში აბიტურიენტებისთვის „მართე სახელმწიფო“

27 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობითა და დიპლომატიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა - სახელმწიფოს მართვის სიმულაციური თამაში „მართე სახელმწიფო“.

22
თებ
მრგვალი მაგიდის დისკუსია - „ევროკავშირი და საქართველო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე“

22 თებერვალს, გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია: „ევროკავშირი და საქართველო გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებამდე“. ღონისძიება ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის - JM CoE  EUPOLTRANS (2022-2025) პროექტის ფარგლებში.

29
იან
გიორგი ცხადაიას სტატია „პოლიტიკური ვალდებულების უნივერსალისტური თეორიისკენ: პოსტ-სტრუქტურალისტური მიდგომა“

ფილოსოფიის Q1 კატეგორიის ჟურნალში Philosophy & Social Criticism გამოქვეყნდა სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას სტატია „პოლიტიკური ვალდებულების უნივერსალისტური თეორიისკენ: პოსტ-სტრუქტურალისტური მიდგომა“.

25
ნოე
ეკა აკობიას მონაწილეობა ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ფაკულტეტისა და DYCLAM+ Erasmus Mundus პროექტის საერთაშორისო კონფერენციაში

24 ნოემბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფ. ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ფაკულტეტისა და DYCLAM+ Erasmus Mundus პროექტის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კულტურული პატრიმონიის ნარატივების მიმოხილვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე“.

02
ნოე
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის სემინარი „უკრაინა საერთაშორისო წესრიგისადმი რუსეთის გამოწვევის წინა ხაზზე“

1-ელ ნოემბერს, კავკასიის  სახელმწიფო მართვის სკოლამ უმასპინძლა ოქსფორდის გლობალური და რეგიონული კვლევების სკოლის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულების დირექტორს, პროფესორ როი ალისონს. შეხვედრის ფარგლებში ბატონი ალისონი გაეცნო სკოლის მუშაობის სპეციფიკას, პროგრამებს და მიმდინარე კვლევებს.

05
ოქტ
პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი

4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლის (L’EHESS-Paris) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

03
ოქტ
მსოფლიო დიპლომატიისა და პოლიტიკის სამიტი 2023

მსოფლიო დიპლომატიისა და პოლიტიკის სამიტი 2023 დუბაიში გაიმართა, რომელშიც 70 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს ერთადერთი დელეგატი ყავდა, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი ნოდარ ბოკერია.

02
ოქტ
სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დასკვნით კონფერენციაზე

29 სექტემბერს, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და Nispacee პრეზიდენტმა, ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დასკვნით კონფერენციაში.