CSH-ის ასოცირებული პროფესორის, ქეთევან გრძელიძის მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე

7 ნოემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ქეთევან გრძელიძე 25-28 ოქტომბერს დაესწრო სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: Yeats and Elevation: The Nobel Prize Centenary Conference 2023".

 

კონფერენცია ეძღვნებოდა მეოცე საუკუნის დიდი  ირლანდიელი პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსისათვის ნობელის პრემიის გადაცემიდან ასი წლის თავს. კონფერენციას ესწრებოდნენ პოეტის წამყვანი მკვლევრები, მათ შორის, როი ფოსტერი (Roy Foster), ნილ მანი (Neil Mann), ჩარლზ არმსტრონგი (Charles Armstrong) და სხვები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც, ასევე, იეიტსის მკვლევარია, კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით: "Tower Counter Tower: Yeats’s Images of Gallery and Circus”. პროგრამა, მოხსენებათა აბსტრაქტები და სხვა დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას ირლანდიის ელჩმა შვედეთის სამეფოში, მისმა უმაღლესობა ბარბარა ჯოუნსმა, კონფერენციის მონაწილეები მიიწვია საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც უ. ბ. იეიტსის მკვლევრებმა სამახსოვრო ჩანაწერები დატოვეს. ამით ელჩმა მადლიერება გამოხატა მკვლევრებისა და მათი უნივერსიტეტების მიმართ, რომელთა თავდადებაც სიცოცხლეს უნარჩუნებს დიდი ირლანდიელის შემოქმედებას.