ერაზმუს+ დღეები კავკასიის უნივერსიტეტში - შეხვედრა CSH კურსდამთავრებულთან

13 ოქტომბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე   ერაზმუს+ დღეების ფარგლებში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა ამავე სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს, სამხრეთ ევროპის კვლევებში ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (გლაზგოს უნივერსიტეტი, ათენის უნივერსიტეტი, რომის ლუის გუიდო კარლის უნივერსიტეტი) მაგისტრს მარიამ გუგულაშვილს უმასპინძლეს.

 

სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა თავისი ცოდნა სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების, ერაზმუს მუნდუსის გამოწვევებისა და სპეციფიკის შესახებ, ასევე ისაუბრა  ევროპის პარლამენტში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამებზე, ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ოფისში მის მიერ გავლილი სტაჟირების პერიოდში მიღებული გამოცდილების შესახებ. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში.

 

სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. მარიამ გუგულაშვილს საჩუქრად გადაეცა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ Erasmus+ ჟან მონე პროექტების ფარგლებში მომზადებული გამოცემები.