გიორგი ადეიშვილის წიგნის პრეზენტაცია

13 მაისი 2019

13 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტის, გიორგი ადეიშვილის სადებიუტო რომანის - "სარკმელი" პრეზენტაცია გაიმართა.

 

წიგნის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. ღონისძიებაზე ავტორმა წიგნის შესახებ ისაუბრა და რომანიდან ამონარიდები წაიკითხა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გიორგი ადეიშვილის მეგობრები, ოჯახის წევრები, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და წარმომადგენლები.