კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

23 ოქტომბერი 2023

17-19 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა  II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ჩატარდა, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგებოდა: ენათმეცნიერება; კროსდისციპლინური ლინგვისტური კვლევები; დამწერლობათმცოდნეობა და ფილოლოგია.

 

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაჩვიდმეტმა უცხოელმა და სამოცდაათამდე ქართველმა მეცნიერმა. კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ წაიკითხა მოხსენება - ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები გაზეთებში "ერთობა" და "საქართველო" (1918-1921 წ.წ.). მოხსენების თემატიკა საინტერესო და ღირებული აღმოჩნდა მსმენელთათვის და დადებითად შეფასდა.