კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ვიზიტი ლიეტუვაში

24 ნოემბერი 2021

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე ლიეტუვის კულტურის მინისტრისა და  მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფებოდა ვილნიუსში (11.11 -18.11.2021). მივლინება რამდენიმე ღონისძიებას მოიცავდა:

მწერალთა კავშირში შედგა ქართველი ქალი მწერლების ნოველათა ანთოლოგიის პრეზენტაცია, სადაც მარიამ მანჯგალაძე წარდგა თემით: „ ქართულ - ლიეტუვური ლიტერატურული ხიდი“

 

მარიამ მანჯგალაძემ მხარი დაუჭირა ორგანიზაცია „ლიეტუვურ-ქართული მეგობრობის საელჩოსა“ და „ეკვალიბრიუმის“ინიციატივით გახსნილ ქართული წიგნის კუთხეს ლიეტუვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და გენერალურ დირექტორს - პროფ. რენალდას გუდაუსკასს გადასცა 12 წიგნი ავტორთა მიმართვით მკითხველისადმი და ავტოგრაფებით. მათ შორის იყო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის წიგნები „საქართველოს ისტორია“  ქართულ და ინგლისურ ენებზე. იხ.: Papildyta Nacionalinės bibliotekos kartvelų knygų kolekcija - Lietuvos nacionalinė Martyno Mažvydo biblioteka (lnb.lt)

 

იყო ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ მთარგმნელი მწერლის ვიოლეტა შუბლინსკაიტეს მიერ ორგანიზებული შეხვედრის მონაწილე ვიულონისში.

 

ჰქონდა შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან  - პროფ. ინესა შეშკაუშკიენესთან და გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა კავკასიის უნივერსიტეტთან (2015-2016  წლებში მარიამ მანჯგალაძე ასწავლიდა ამავე უნივერსიტეტში)

 

პროფ. მარიამ მანჯგალაძეს გადაეცა მადლობის სიგელები საქართველოსა და ლიეტუვის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებისათვის ლიეტუვის პარლამენტიდან და საქართველოს საელჩოდან ლიეტუვაში.