ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე (კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული სოცირებული პროფესორი, საქართველოს შემსწავლელი საერთშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი), პიტერ ჯ. შმელცი (ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, კომპარატიული ლიტერტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და მაია სიგუა (თბილისის სახ. კონსერვატორია, ასაოცირებული პროფესორი, კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ნომინირებულნი არიან ამერიკული მუსიკოლოგიური საზოგადოების (American Musicological Society, AMS) პრესტიჟულ H. Colin Slim Award-ზე, მათ მიერ თანაავტორობით შექმნილი სტატიისთვის „Throwing Off the Russian Lenses from Soviet Music: The Colonization and Decolonization of Georgian and Ukrainian Music“.
სტატია გამოქვეყნდა 2024 წელს A+ ჟურნალში Journal of the American Musicological Society (N 77, №2) და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეკოლონიზაციისა და ქართული და უკრაინული კულტურული იდენტობების კვლევის თვალსაზრისით და რუსოცენტრული თვალთახედვის კრიტიკული შეფასების კუთხით მუსიკოლოგიაში.
Colin Slim Award ყოველწლიურად ენიჭება გამორჩეული ხარისხის მქონე მუსიკოლოგიურ სტატიას. გამარჯვებულს ხუთი მეცნიერისგან შემდგარი კომიტეტი გამოავლენს, ხოლო შედეგები გამოცხადდება 2025 წლის ნოემბერში.
