კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის პაატა გერგაიას ახალი წიგნი

14 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობამ, პროფესორ  პაატა გერგაიას ახალი წიგნი - „დასავლეთი და აღმოსავლეთი, ანუ რაციონალიზმ-ირაციონალიზმი“ გამოსცა.

 

წიგნში წარმოდგენილია ავტორის მსოფლმხედველობა შემეცნების ისეთ წყაროებზე, როგორიც არის რაციონალიზმი და ირაციონალიზმი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფილოსოფიური საზრისის ჭრილში.

 

წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, აზროვნების ისტორიისა და ფილოსოფიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის, ასევე ფართო აუდიტორიისთვის, რომელსაც, კულტურათა და ცივილიზაციათა დაპირისპირების და დიალოგის საკითხები იტაცებს.