საჯარო ლექცია - დევიდ მარშალ ლანგის ქართველოლოგიური მოღვაწეობა

12 დეკემბერი 2025

5 დეკემბერს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „დევიდ მარშალ ლანგის ქართველოლოგიური მოღვაწეობა“.

 

ლექცია წაიკითხა სვეტა ბარბაქაძემ - ფილოლოგიის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა.

 

ლექცია დაეთმო ბრიტანელი ქართველოლოგის, დევიდ მარშალ ლანგის მიერ 1956 წელს გამოცემული კრებულის “Lives and Legends of the Georgian Saints” მრავალმხრივ განხილვას. ლექციაზე წარმოდგენილი იყო ლანგის მიერ ინგლისურ ენაზე თარგმნილი ათი ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შედარებითი ანალიზი.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილულ იქნა ლანგის თარგმანების ენობრივი, მხატვრული და სტრუქტურული თავისებურებები და მათი შესაბამისობა ორიგინალ ტექსტებთან.