კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ელისაბედ მაჩიტიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 17-18 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო სოციალურ და განათლების მეცნიერებათა V საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა სტამბოლში, გელიშიმ უნივერსიტეტში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე ქვეყნის 130-მდე მკვლევრის ნაშრომი. ელისაბედ მაჩიტიძის მოხსენება - „სტამბოლის ქართული კათოლიკური სათვისტომოს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა“ ასახავდა მე-19 საუკუნეში სტამბოლში ჩამოყალიბებული ქართველ კათოლიკეთა თემის როლს კულტურისა და განათლების სფეროში; ფერიქიოის მონასტრისა და სკოლის მნიშვნელობას ქართველთა ეროვნული იდენტობისა და განათლებისათვის; მონასტრის ბიბლიოთეკისა და სტამბის როლს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაღმავებისათვის.
მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა საინტერესო დისკუსია.
