ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის - რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა

15 თებერვალი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა  ვორკშოპი სოციოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, თემაზე: „რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა“.

 

ვორკშოპი ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა - ფლორა (კესო) ესებუამ.

 

აბიტურიენტებმა პრაკტიკული სამუშაო შეასრულეს ჯგუფურად თემაზე: როგორ ირჩევენ პროფესიას საქართველოში?  - ამ დავალების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება პროფესიის არჩევა.

 

პირველი ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სოციალური კვლევისა და სოციოლოგიის შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მუშაობის შედეგად მონაწილეებმა გამოკვეთეს ძირითადი მიგნებები (მაგ: განსხვავებები საკუთარ და სხვების არჩევანზე მსჯელობისას, ქალაქი/სოფლის ჭრილის, გენდერის ან სხვა ფაქტორების მნიშვნელობის აღმოჩენა და სხვა).

 

ვორკშოპის ბოლოს აბიტურიენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.