პროგრამის სტრუქტურა

განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს. თითოეული სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით.

 

პროგრამის ფარგლებში, განათლების პოლიტიკის არსიდან და თანამედროვე დანიშნულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უშუალოდ პოლიტიკის ანალიზის შემსწავლელ საგნებს და მათ გამოყენებას სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ჭრილში. სულ განათლების პოლიტიკის და ანალიზის მიმართულებას პროგრამის პირველ ნაწილში  დათმობილი აქვს 35 ECTS კრედიტი (განათლების პოლიტიკისა და ანალიზის სავალდებულო კურსები).

 

განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში კრედიტები ნაწილდება შემდეგნაირად: პირველი ნაწილი:

 

  1. სავალდებულო კურსების ბლოკი - განათლების პოლიტიკა და ანალიზი - 35 ECTS კრედიტი;
  2. სავალდებულო კურსების ბლოკი - ცვლილებების მართვა - 15 ECTS კრედიტი;
  3. პრაქტიკის და კვლევის ბლოკი (სავალდებულო/არჩევითი) – 10 ECTS კრედიტი (მათ შორის 5 კრედიტი არჩევითი).

 

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.