პროგრამის მიმოხილვა

სოციოლოგია: მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი სოციოლოგიაში.

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეიძენს ფართო თეორიულ ცოდნას საზოგადოების არსებობისა  და განვითარების  ძირითადი თავისებურებების, სოციალური სტრუქტურების  და ინსტიტუტების, თანამედროვე საზოგადოებისათვის დამახასიათებელი წინააღმდეგობებისა და განვითარების სამომავლო ტენდენციების შესახებ.

 

სტუდენტი დაეუფლება სოციოლოგიურ თეორიებსა და სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიაში  არსებული საბაზისო ცოდნას და შეეძლება მის საფუძველზე ემპირიული, კონკრეტული სოციოლოგიური კვლევების ჩატარება.

 

მეოთხე კურსზე პროგრამა სამ მოდულად იყოფა, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს მისი ინტერესების შესაბამისად გაიღრმაოს პროფესიული ცოდნა. ეს მოდულებია: კომუნიკაციის სოციოლოგია, სოციალური ცვლილებები თანამედროვე მსოფლიოში, სოციალური ინსტიტუტები.