ტექნოლოგიების სკოლის თვითმმართველობის არჩევნები

11 იანვარი

16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

პირველკურსელებიდან თვითმმართველობას 6 სტუდენტი –ალექსანდრე კანდელაკი, მარიამ კაპანაძე, სალომე იმნაიშვილი, ნიკოლოზ გარუჩავა, დაჩი ჯაჭვაძე და ალექსანდრე ბაღაშვილი შეემატა.

თვითმმართველობის ახლადარჩეული წევრების თქმით, სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახდება.

შეხვედრას კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი გიორგი დათუკიშვილი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის აკადემიური პროგრამების დირექტორი ნათია სულაბერიძე და კავკასიის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი გუჯა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.