ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

28 აპრილი 2017

28 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციციასთან, "არქ ტრენინგ ცენტრთან" და სამშენებლო კომპანიებთან: შპს "New Georgia", შპს "ძალა", შპს "იმობილიარე".

 

ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების საკითხებისა და მშენებლობის ახალი სტანდარტების დანრეგვა; ასევე თანამშრომლობა ითვალისწინებს: არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისითვის მშენებლობის ახალი სტანდარტების გაცნობას, სასწავლო პროგრამაში სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების დანერგვას, სტუდენტთა დასაქმებას და მშენებლობის სფეროს სპეციალისტების ერთობლივ გადამზადებას.