შეხვედრა საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებთან

11 იანვარი

13 თებერვალს, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიის "კომპიუტერები და პერიფერია" წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუმრები ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ და კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია შპს "კომპიუტერები და პერიფერია" კომპიუტერულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს. 2008 წელს კომპანიამ დაიწყო მუშაობა საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის პარტნიორები არიან მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლები: Hewlett Packard, Toshiba, LG, Canon, Sapphire, AEG, PortDesigns.