CST-ის საორიენტაციო შეხვედრა

11 იანვარი

6 სექტემბერს, ტექნოლოგიების სკოლის პირველკურსელებისათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებმა სასწავლო ინფორმაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიიღეს. შეხვედრაში მონაწილეობას მაღალკურსელებიც იღებდნენ. მათ პირველკურსელებისთვის გაცნობითი სახის ღონისძიება მოაწყვეს.

გარდა ამისა, სტუდენტებისთვის სხვადასხვა ინტელექტუალური თუ სახალისო თამაშები მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა პირველკურსელთა ერთმანეთთან დაახლოებას. საორიენტაციო შეხვედრაზე ვიდეო-კონფერენცია მოეწყო. CST-ის სტუდენტმა გიორგი ტყეშელაშვილმა პირველკურსელებს პრაქტიკული რჩევები ატლანტიდან მისცა.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. 



{phocagallery view=category|categoryid=103|limitstart=0|limitcount=0}