სტუდენტებისთვის

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვანი და აქტიურია. CU სტუდენტები სასწავლო პროცესის პარალელურად, ჩართულები არიან საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ კლასგარეშე აქტივობებში. კავკასიის უნივერსიტეტი მათ მუდმივად უჭერს მხარს თავიანთი იდეების, მოსაზრებების და ინტერესების რეალიზებაში და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. ამ გვერდის დახმარებით, თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ყველა სიახლეს, მიმდინარე თუ დაგეგმილ ამბავს, რაც სტუდენტურ ცხოვრებას უკავშირდება. გვერდის დახმარებით, მიიღებთ ინფორმაციას სტუდენტური კლუბების, სივრცეების, სხვადასხვა კულტურული ღონისძიების, კონკურსის, სპორტული შეჯიბრის, წვეულების, კონფერენციის, ინტელექტუალური თამაშის, ექსკურსიის, საჯარო ლექციის და მსგავსი სტუდენტური პროექტების შესახებ.